ბიომეტრია ეკრანზე და სინამდვილეში

 ბოლო დროს ბიომეტრია საკმაოდ აქტუალური თემაა. მათ ვინც უკვე ნახეთ ჯეიმს ბონდის უკანასკნელი ფილმი „ სკაიფოლი“, თავადაც დარწმუნდებოდით ამაში. ხოდა, ჩვენც, ამ ფილმისგან შთაგონებულები გვსურს მოგიყვეთ სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტასტიკას შორის და საერთოდ რა არის ბიომეტრია, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს საზოგადოება და მის დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა თუ რა არის ბიომეტრია სინამდვილეში.

რა არის ბიომეტრია და ადამიანის რა დამახასიათებელ ნიშნებს იყენებს ეს ტექნოლოგია პიროვნების იდენტიფიცირებისათვის? ყველა პიროვნებას გააჩნია ფიზიკური მახასითებელი თვისებები, რომელიც არ იცვლება, ან უმნიშვნელოდ იცვლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს დამახასიათებელი თვისებები იმდენად უნიკალურია, რომ ერთი პიროვნების გარჩევა სხვა პიროვნებისგან პრაქტიკულად უშეცდომოდ არის შესაძლებელი.

ბიომეტრიის კონცეფცია არის პიროვნების იდენტიფიცირება თავად პიროვნების მახასიათებელი თვისებების მიხედვით და არა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მეშვეობით. გავიხსენოთ ყველასთვის საყვარელი საბჭოთა დროინდელი მულტფილმი „პროსტოკვაშინო“ – ს ერთ ერთი ეპიზოდი, როდესაც ფოსტალიონი კატა „,მატროსკინს“ სთხოვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ის კი პასუხობს რომ მისი პირადობის დამადასტურებელი არის  მისი ულვაშები, თათები და კუდი, და , თქვენ წარმოიდგინეთ, კატა მართალი აღმოჩნდა .. .

სახის, თითის ანაბეჭდის და დნმ -ის გარდა, უნიკალური მახასიათებელი არის თვალის გუგა, ხელის გული, სუნი, ხმის ტემბრი და სხვა.

ბიომეტრიულ პარამეტრებს იყენებენ პიროვნების იდენტურობის დასადგენად შემდეგ შემთხვევებში: 

  • იდენტურობის დადგენა – პიროვნების იდენტურობის დადგენა გარკვეულ ადგილებში შესვლის უფლების მისაცემად, ან გარკვეული სერვისის მისაწოდებლად.
  • იდენტიფიცირება – პიროვნების იდენტურობის დადგენა შემთხვევებში, როდესაც პიროვნება უარს იძახის საკუთარი ვინაობის გამხელაზე, არ გააჩნია საბუთი, ან არ შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება.
  • მონიტორინგი – კრიმინალური პრეცედენტის მქონე პიროვნებების ამოცნობა, დადგენა.

თანამედროვე თექნოლოგიები იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების მრავალ საშუალებას. პიროვნების დადგენის სიზუზტე და სიჩქარე დამოკიდებულია ტექნოლოგიების ხარისხზე, რაც ფასში დიდ სხვაობას იძლევა. ყველაზე ხშირად, ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს იყენებენ მაღალი უსაფრთხოების ადგილებში და კრიმინალისტიკაში (აგრეთვე სამხედრო დანიშნულების ადგილებში). ორივე ეს შემთხვევა, საკმაოდ გაზვიადებულად არის ასახული ფილმებში და მათ შორის ბონდის სერიებშიც.

ბონდის ფილმში ბიომეტრია პირველად გამოყენებულ იქნა 1983 წელს, ფილმში „არასოდეს არ თქვა არასოდეს“ (Never Say Never Again) შონ კონერის და კიმ ბესინჯერის მონაწილეობით, და მას შემდეგ ბონდი და ბიომეტრია განუყოფელი ნაწილი გახდა. საიდუმლო სააგენტოს MI6 – ში შესასვლელად, ბონდი სხვა და სხვა ბიომეტრულ პარამეტრებს იყენებს: თვალი, ხელის გული, ხმა …

აქვე ჩნდება კითხვა, თუ კი ბიომეტრიული მახასიათებლები უნიკალურია, რატომ არის საჭირო რამოდენიმე პარამეტრის ერთდროულად გამოყენება?  ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გვესმოდეს ტექნოლოგიის მუშაობის პრონციპები. დასაწყისისთვის, საჭიროა მონაცემთა ბაზის არსებობა, მასში შეყვანილი ინფორმაციის გამოყენებით ხდება მონაცემების შედარება. ძალიან მნიშვნელოვანია ბიომეტრიული მონაცემების ხარისხი (როგორც ბაზაში არსებული, ასევე შესადარებლად გამოყენებული). მონაცემთა ხარისხი დამოკიდებულია ბევრ გარემო ფაქტორზე (განათება, კამერის/სკანერის კუთხე)  და ასევე პიროვნებაზე (ტემპერატურა, ფიზიკური მდგომარეობა). ბიომეტრიული ტექნოლოგია ადარებს მონაცემებს და ადგენს მონაცემთა იდენტურობის ალბათობას. თუ კი სისტემა დაყენებულია მაღალი ალბათობის ხარისხზე, მაშინ მიღებული ინფორმაცია მეტად სარწმუნოა.  თუმცა, თუ კი სისტემა მოითხოვს მონაცემების მაღალ ხარისხს,  შესაძლებელია მან უარყოს შეყვანილი მონაცემები და არ მოახდინოს იდენტიფიკაცია.  მაგალითად თუ კი თქვენი თითი, საიდანაც უნდა მოხდეს ანაბეჭდის აღება დაზიანებულია, სისტემამ შესაძლოა ვერ მოახდინოს იდენტიფიცირება. და პირიკით, თუ კი სისტემა დაყენებულია დაბალი ალბათობის ხარისხზე, შესაძლოა დიდი ცდომილების მიღება.  აქედან გამომდინარე, საჭიროა შეირჩეს ბალანსი მოხერხებულობასა, სიჩქარისა, სიზუსტესა და დაცვას შორის. რამოდენიმე ბიომეტრიული პარამეტრის კომბინირება, როგორც ეს ბონდის შემთხვევაში ვნახეთ, უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს და ასევე ზრდის იდენტიფიცირების სიჩქარეს.

ბონდის უკანასკნელ ფილმში „ სკაიფოლი“ (Skyfall), საინტერეოსა ორი შემთხვევა (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საიდუმლო ბაზაზე, MI6-ზე  შესასვლელად  ბონდი იყენებს ყველაზე მოსახერხებულ ვარიანტს, მისთვის კარს დაცვა აღებს).:

  1. ხელის გულის ანაბეჭდი, რომელიც გამოყენებული იყო იარაღის აქტივირებისათვის, უნდა ავღნიშნოთ, რომ არ წარმოადგენს შეუსრულებელ მისიას. ხელის გულის ანაბეჭდი ერთერთი ყველაზე უნიკალური ბიომეტრიული პარამეტრია. იარაღში ჩაშანებული ბიომეტრიული მექანიზმი ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას და შესაბამისად ახდენს იარაღის აქტივირებას. ერთად  ერთი, რაც ცოტა საეჭვოა კადრში, არის ის რომ იარაღის სახელური საერთოდაც არ გავს სკანერს…
  2. სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება, ბოროტმოქმედის ამოსაცნობად ლონდონის მეტროში. ესეც არ წარმოადგენს რეჯისორის ფანტაზიის ნაყოფს. რიგაშიც კი, ძველ ქალაქში დაყენებულია კამერა (დემო ვერსია), რომელსაც გააჩნია ანალოგიური შესაძლებლობები.

ფილმში კამერას უჭირს ბოროტმოქმედის ამოცნობა, ვინაიდან სისტემამ უნდა დაინახოს სახე მთლიანად რათა მოახდინოს ალგორითმის გამოთვლა (დისტანცია თვალებს შორის, სახის გეომეტრიული ნახაზი და ასე შემდეგ). როგორც კი ბოროტმოქმედი წევს თავს და კამერა აფიქსირებს მის თვალებს, სისტემა იმ წამსვე ახდენს პიროვნების იდენტიფიცირებას.

შევეცადეთ აღმოგვეჩინა ყველაზე ხშირი მითები ბიომეტრიის შესახებ, რომელიც გვხდება კინოში (და საზოგადოებაში).

  • თვალის გუგის და სახის სკანირება საზარელი წითელი ლაზერის მეშვეობით 

სინამდვილეში – ადამიანის თვალის გუგის და სახის სკანირებისთვის გამოიყენება ჩვეულებრივი ფოტოაპარატი. შემდეგ კი ხდება მიღებული სურათის საკმაოდ რთული ბიომეტრიული ანალიზი – სახის გეომეტრია, მანძილი თვალებს შორის, სხვა და სხვა პარამეტრები, რომლის მეშვეობით ხდება ზუსტი ალგორითმის გამოთვლა

ანიმაციური ფილმი „მონსტრები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ“ „Monsters vs. Aliens” -ლაზერი ასკანერებს ყველაფერს. Watch the trailer: ნუ კარგით, ლაზერი მწვანე ფერისაა

  • თითის ან სხეულის სხვა ნაწილის მოკვეთა, თვალის ამოღება სპეც დანიშნულების ადგილებში შესაღწევად . თვალის ამორების შესანიშნავი მაგალითი ნაჩვენებია ფილმებში „ანგელოზები და დემონები“ (Angels & Demons)  და „გამანადგურებელი“

სინამდვილეში ეს შეუძლებელია. თანამედროვე ტექნოლოგიებს გააჩნიათ იდენტიფიცირების „ცოცხალი“ მექანიზმი  (პულსაცია, რეფლექსი, ტემპერატურა, ტენიანობის kოეფიციენტი), რომელიც უარყოფს სხეულის მკვდარი ნაწილების იდენტიფიცირებას. მათ ვინც ხშირად იყენებს თითის ანაბეჭდის წამკითხავ მოწყობილობებს, კარგად იციან რომ ზამთარში ის შედარებით ცუდად მუშოაბს, როცა თითები ცივია.

გარდა უკვე ჩამოთვლილი მიზეზებისა, არსებობს ასევე ბიოლოგიური შეზღუდვებიც. მოკვეთილი თითი გამოუყენებელი ხდება დაახლოებით 10 წუთის შემდეგ. ამოკვეთილი თვალი მალევე იწყებს გახრწნას და თვალის გუგა იშლება.

  • მოჭრილი თითის ან კანის ტრანსპლანტაცია

დავუშვათ ასეთი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, მიუხედავად ამისა ბუნება მაინც თავისას შვება და რამოდენიმე ხანში თითის ანაბეჭდი იცვლება და ხდება მისი პატრონის შესაბამისი.

  • თვალის ქირურგიული ტრანსპლანტაცია ფილმში „განსაკუთრებული აზრი“ (Minority Report).

ცნობილ თვალის ქირურგებთან კონსულტაციის შედეგად დავადგინეთ, რომ ასეთი ოპერაცია არ განხორციელებულა და სრულიად აბსურდულია. იმისთვის რომ თვალმა იფუნქციონიროს, აუცილებელია ფუნქციონირებდეს მხედველობის ნერვი და ნერვების ეღთმანეთთან შეერთება შეუძლებელია (ანალოგიურად იმისა, რომ ტვინის ტრანსპლანტაცია შეუძლებელი).

  • სხვა ადმიანის ნიღაბი ან გრიმი და რეზინის ხელთათმანები სხვა პოიროვნების თითის ანაბეჭდით.

თუ კი ნიღაბის ან გრიმის საშუალებით მოხდება ადამიანის ნაკვთების შეცვლა, არის ალბათობა იმისა, რომ ბიომეტრიული სისტემა მოტყუვდეს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები არჩევენ გრიმს და ნამდვილ სახეს ერთმანეთისგან. რაც შეეხება რეზინის ხელთათმანებს, სისტემა უარყოფს ანაბეჭდს მისი „უსიცოცხლობის“ გამო, როგორც ახსნილი იყო წინა მაგალითში.

  • ბიომეტრიული ტექნოლოგიებით შესაძლებელია ყველას ამოცნობა

სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს გააჩნია იდენტიფიცირების ზღვრული პარამეტრები. მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ხელებით შრომობენ, ხშირად უცვდებათ თითის ანაბეჭდები. ასევე, მახასითებლები ზიანდება დამწვრობების ან სხვა უბედური შემთხვევების დროს შეძენილი იარების შედეგად. შეუძლებელია მუნნჯი ადამიანის იდენტიფიცირება ხმის მეშვეობით. ერთი სიტყვით, ყველა ტექნოლოგიას გააჩნია შეზღუდვა, და ის არ არის ყოველთვის ეფექტური. ამიტომ, ბიომეტრიულ სისტემებში ხშირად გამოიყენება რამოდენიმე მახასიათებელი, რათა გამოირიცხოს ანალოგიური შემთხვევები.

  • შესაძლებელია თუ არა , ბიომეტრიული ინფორმაციის გამოყენება ბიომეტრიული მახასიათებლის მეპატრონის წინააღმდეგ კომერციულ და საზოგადოებრივ დაწესებულებებში?

სინამდვილეში ეს შეუძლებელია. თითის ანაბეჭდები, რომელიც ინახება ბაზაში, არ წარმოადგენს სურათს, არამედ არის კოდი, რომელიც მიიღება ალგორითმული გამოთვლების შედეგად. ალგორითმი შექმნილია იმგვარად, რომ უკუპროცესი შეუძლებელია, ანუ სურათიდან მიიღება კოდი, ხოლო კოდიდან სურათის მიღება აბსოლუტურად შეუძლებელია.

თუმცა, რათქმაუნდა, არსებობს სისტემები, სადაც თითის ანაბეჭდი ინახება აგრეთვე სურათის სახით. მაგალითად ა.შ.შ.-ს საიმიგრაციო დეპარტამენტი. ნებისმიერი პიროვნება, რომელიც კვეთს ა.შ.შ.-ს საზღვარს ვალდებულია დატოვოს თითის ანაბეჭდი. ასე, რომ. ნდობა აღნიშნული სისტემების  მიმართ არის ინდივიდის გადასაწყვეტი.

ბიომეტრიული ტექნოლოგიები  მსოფლიოში

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ბიომეტრიული ტექნოლოგიები ხშირად გამოიყენება აეროპორტში და სასაზღვრო პუნქტებზე. ბიომეტრიული ტექნოლოგიები გამოიყენება მონიტორინგისთვის და კრიმინალისტიკაში; შენობაში ფიზიკური შეღწევის კონტროლისათვის. ბიომეტრიული ტექნოლოგიები გამოიყენება პასპორტებში და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ბიომეტრია გამოიყენება კომპიუტერებში, სმარტ ფონებში, ბანკებში სხვა და სხვა ფინანსური სერვისისთვის. ბანკომატებში ბიომეტრიის გამოყენება პინ კოდების ნაცვლად ამცირებს ბანკომატებში კრიმანლური მაქინაციების შემთხვევებს. ბარათებისგან განსხვავებით, ბიომეტრიას ვერ დაკარგავთ და არ დაგრჩებათ სახლში.

და დასკვნისათვის, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ბიომეტრია, ერთის მხრივ, იძლევა სრული წესრიგის დამყარების შესაძლებლობას, მეორეს მხრივ კი, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჯორჯ ორველის „1984“ , თუმცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების განსაზღვრა თითოეული სახელმწიფოს კანონმდებლობის შედეგია.

10 გაჯეტი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღმასრულებელ მენეჯერს, რომელიც ხშირად მოგზაურობს

  1. ფლეშ მეხსიერება ჩამკეტით (Lock It) – ეს არის კოდირებული მეხსიერების ბარათი, რომელიც თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

2. Sanyo eneloop batteries – ეს არის ელემნტები, რომლებსაც სხვა ალკალაინის ელემენტებისგან განსხვავებით უფრო ხანგრძლივი ვარგისიანობის პერიოდი გააჩნიათ.  მათი დატენვა შესაძლებელია 1500 –ჯერ, მაშინ როცა სხვა მსგავსი ელემენტი ყოველთვიურად გარკავს ენერგიის 30 %–ს. ეს არის ნამდვილად მომგებიანი შენაძენი.

3. Jawbone JAMBOXეს არის უსადენო სპიკერი, რომელსაც თავისი მცირედი ზომის მიუხედავად გააჩნია არაჩვეულებრივი ხმა. ის დატენვის გარეშე უწვეტად მუშაობს 10 საათი. მასში ასევე ჩამონტაჟებულია მიკროფონი და შესაძლებელი მისი გამოყენება საკონფერენციო ზარებისთვის.

4. ZAGGkeys FLEX კლავიატურა  – უსადენო კლავიატურა სპეციალურად შექმნილი ანდროიდისთვის და iOS – სთვის. ს მუშაობს ბლუთუზე და დატენვის გარეშე ძლებს რამოდენიმე თვე.

5. ioSafe Rugged Portable SSDSSD ბარათი სეიფში. ბარათი დაცულია ყოველგვარი ფორს მაჟორული სიტუაციებისგან. დაცემისგან, დარტყმისგან, დასველებისგან და ასე შემდეგ. მას გააჩნია USB 3.0  ინტერფეისი, რომელიც მის გამოყენებას მეტად პრაქტიკულს ხდის.

6. Kensington AbsolutePower  ლეპტოპის დამტენი – ეს არის უნივერსალური დამტენი, რომელიც თავსებადია თითქმის ყველა ლეპტოპთან. მას ასევე გააჩნია USB პორტები, რომელთა საშუა;ებით შეგიძლიათ დატენოთ ანდროიდი ან თქვენი აიფონი.

7. Kensington ClickSafe Keyed Twin Laptop Lock ჩამკეტი ლეპტოპსათვის და მასზე მიერტებული სხვა დივაისისტვის. ეს ხელსწყო იძლევა საშუალებას დაიცვატ თქვენი ტექნიკა ქურდობისგან.

8. Microsoft Explorer Touch Mouseყველაზე მოსახერხებელი თაგვი მთელს მსოფლიოში. მისი დიზაინი სპეციალურად შექმნილია ისე რომ ის ადვილად თავსდება ნებისმიერ ჩანთაში. მისი ნანო ტექნოლოგიები სამუშაოს უფრო სასიამოვნოს და ეფექტურს ხდის.

9. Bose OE2 audio headphonesიდეალური ყურსასმენები

10. ZAGGsparq 2.0  – პორტატული ელემენტი. მისი საშუალებით შესაძლებელია დაიტენოს 4 სმარტ ფონი ან ტაბლეტი 60 % მდე. ელემენტის ხელახალი დატენვისთვის უბრალოდ მიაერთეთ იდ დების წყაროში.

http://www.infoworld.com/slideshow/46641/10-must-have-gadgets-the-traveling-executive-192852?source=fssr#slide1

 

 

System Center 2012 – Orchestrator: მახასიათებლები და მიღწევები

 

სხვა და სხვა სისტემებთან მუშაობის დროს, საჭიროა ი.ტ. სამუშაო ნაკადების პროცესის ავტომატიზაცია. ამ ნაწილში განვიხილავთ Microsoft System Center 2012 – Orchestrator -ის დამახასიათებელ თვისებებს ინფრასტრუქტურული პროცესების ავტომატიზაციისთვის.

მანუალური პროცესების ავტომატიზაცია

დღეს დღეობით სულ უფრო და უფრო იზრდება სისტემათა რიცხვი, რომელიც საჭიროებს ადმინისტრირებას, შესაბამისად სისტემური ადმინისტრატორების სამუშაო დატვირთვაც იზრდება. აქამდე, ინფრასტრუქტურის სამართავად ადმინისტრატორები იყენებდნენ Visual Basic-ს ან PowerShell -ის სკრიპტებს.  ორგანიზაციის რესურსების მართვა სხვა და სხვა სკრიპტების გამოყენებით, კარგი კონტროლის გარეშე იწვევს ჰეტეროგენული გარემოს წარმოქმნას და სხვა დამატებით რისკებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, სტანდარტიზირებული, ცენტრალური გადაწყვეტილების დანერგვა ინფრასტრუქტურული პროცესების ავტომატიზაციისთვის. დღეს-დღეობით, ბაზარზე ერთ –ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქრი არის System Center 2012 – Orchestrator. აღნიშნული პროდუქტი კარგად ინტეგრირდება სისტემ ცენტრის სხვა პროდუქტებთან და სხვა ვენდორის პროდუქტებთან.

ინტეგრირების პაკეტები და ავტომატიზაციისთვის ჩაშენებული მოდულები

System Center 2012 – Orchestrator –ი შეიცავს მრავალ მოდულს პროცესების ავტომატიზაციისათვის. ეს მოდულები Orchestrator–ის კონსოლში წარმოდგენილია გრაფიკული ობიექტების სახით (ფაილ სისტემასთან მუშაობა, ელ–ფოსტის გაგზავნა, SNMP მოდული და სხვა). ამ ჩაშენებული მოდულების მეშვეობით, თქვენ მარტივად შეძლებთ მრავალი სამუშაოს ავტომატიზაციას სისტემ ცენტრში და მაიკროსოფტის ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებში (მაგ: ახალი მომხმარებლის შექმნა აქტურ დირექტორიაში). თუ კი, ჩაშენებული მოდულები არ არის საკმარისი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრიპტები ან კოდები  (Visual Basic.NET, C#, Jscript and PowerShell).

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაზარდოთ ფუნქციონალი სხვა პროდუქტების ინტეგრაციის პაკეტების მეშვეობით (არა მხოლოდ მაიკროსოფტი).  დამატებითი ინტეგრირების პაკეტების იმპორტის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომატიზაციის მოდულები თითოეული პროდუქტისათვის (მაგ.VMware) Orchestrator კონსოლში.

ქვემოთ ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ System Center 2012 – Orchestrator –ის ინტეგრაციის პაკეტები და მესამე მხარის გადაწყვეტილებები:

როგორ შევქმნათ სამუშაო ნაკადები?

ხელმისაწვდომი პროცესებიდან საჭირო ფუნქციონალის მისაღებად, შესაძლებელია სამუშაო ნაკადების შექმნა. მოდულების მრავალფეროვნება დამოკიდებულია ინტეგრაციის ინსტალირებული პაკეტების რაოდენობაზე. სურათზე, თქვენ ხედავთ ავტომატიზაციის მოდულებს System Center 2012 – Orchestrator – ის ერთ–ერთ სერვერზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაო ნაკადები შესაძლებელია იყოს ძალიან მარტივი, შემდგარი ერთი ან ორი ელემებტისგან, ან მეტად კომპლექსური სხვადასვა პროცებისგან შემდგარი. (System Center 2012 – Orchestrator  უზრუნველყოფს პროგრამირების ყველაზე გავრცელებულ მეთოდს (branching, looping and variables). ქვემოთ სურათზე თქვენ ხედავთ  სამუშაო პროცესების მარტივ მაგალითს სამუშაო პროცესების ბრანჩინგით – სერვერის მონიტორინგი. ტუ კი სერვერი მიუწვდომელია, მაშინ:

  1. ხვა სერვერზე რეგისტრირდება ივენთი აღნიშნული პრობლემით.
  2. სერვერის შემცვლელი ვირტუალი მანქანა მოქმედებს.

შესაძლებელია შექმნილი სამუშაო ნაკადების შეცვლა  რეალურ დრში. (სამუშაო ნაკადების დამუშავების შედეგად მიღებული ანალიზის მიხედვით). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტომატიზაციის ერთი მოდული გადასცემს ინფორმაციის ავტომატიზაციის სხვა მოდულებს (“data bus”.)

შეჯამება

System Center 2012 – Orchestrator არის გაცილებით მეტი,ვიდრე მხოლოდ ავტომატიზაციის გადაწყვეტილება . ავტომატური სამუშაო ნაკადების ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური კრიტერიების გათვალისწინებით. მაგალითად, მას შემდეგ რაც შეტანილია ინფორმაცია ივენთ ლოგში ან მონიტორინგის გადაწყვეტილების ლოგ ფაილში მაგ: System Center 2012 – Operations Manager), იმის მაგივრად რომ ველოდოთ სანამ მომხმარებელი შეამჩნევს პრობლემას, ან ჰელფ დესკი  გაუგზავნის ინციდენტის მოგვარების მოთხოვნას ი.ტ. განყოფილებას, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ავტომატურად.

  • Orchestrator–ი ღებულობს ინფორმაციას პრობლემის შესახებ Operations Manager–ისგან;
  • Orchestrator  ქმნის ინციდენტს ან სამუშაოს მოთხოვნას ინციდენტთა მართვის სისტემაში.
  • Orchestrator უშვებს რეგისტრირებული პრობლემის შესაბამის სამუშაო ნაკადს. სამუშაო ნაკადი მართავს პრობლემის დიაგნოსტიკის და მოგვარების პროცესს.
  • Orchestrator –ი ცვლილებების მართვის გადაწყვეტილებაში და Operations Manager –ში უთითებს რომ დავალება დასრულებულია და პრობლემა მოგვარებულია.

ასეთი გზით, ხდება პრობლემების თავისთავად მოგვარება IT ადნინისტრატორის ჩარევის გარეშე, რომლესაც მეტი დრო რჩება გაცილებით სერიოზული პრობლემების მონიტორინგისთვის.

SCSM 2012 აიტი სერვის კატალოგი – აიტი რესურსების ოფტიმიზაციის შესაძლებლობა

 

ყველა კომპანიაში ადრე თუ გვიან დგება საკითხი აიტი რესურსების და დანახარჯების შემცირების შესახებ. ერთ–ერთი საშუალება არის ის რომ გავხადოთ ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურული სახელმძღვანელოები თანამშრომლებისთვის და მივცეთ საშუალება ავტომატურად დაარეგისტრირონ პრობლემები help desk – ის დახმარების გამოყენების გარეშე.

 

რა არის ამისათვის საჭირო ?

 

საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე (Best Practices ITIL, MOF) საჭიროა სერვის კატალოგის გამოყენება – სისტემა, სადაც მომხმარებელი ხედავს აიტი მომსახურების სრულ ჩამონათვალს, შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის სახელმძღვანელოთი და დაარეგისტრიროს სერვისთან დაკავშირებული პრობლემა. Microsoft System Center Service Manager 2012 (SCSM)  –ის მომხმარებელთა პორტალს გააჩნია ასეთი და სხვა მნიშვნელოვანი  ფუნქციები.

 

SCSM  მომხმარებელთა პორტალი, მხოლოდ მცირე ნაწილია SCSM–ის;  პორტალი აგებულია Microsoft SharePoint –ის ტექნოლოგიებზე და იყენებს Microsoft Silverlight –ს პორტალის დინამიური კონტენტის საჩვენებლად. მაიკროსოფტი იძლევა საშუალებას აირჩიო SharePoint Foundation – უფასო ვერსია პორტალისათვის ან  SharePoint Enterprise ვერსია. განსხხვავება ორ ვერსიას შორის მდგომარეობს იმაში, რომ SharePoint Enterprise  პორტალში შესაძლებელია Excel chart–ების და ანალიტიკური ინფორმაციის მატარებელი გრაფიკკების განთავსება.

 

SCSM პორტალის მთავარი ფუნქციონალი მდგომარეობს შემდეგში: პორტალიში შესაძლებელია შექმნა სერვის კატალოგი, განათავსო აიტი მომსახურებების ჩამონათავლი, მომხმარებელთა სახელმძღვანელოები და დაარეგისტრირო ამ სერვისებთან დაკავშრებული ნებისმიერი პრობლემა. უფრო მეტიც, მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ მათ მიერ დარეგისტრირებული პრობლემები, მათი სტატუსები და პრობლემის გადაჭრის მიზნით განხორციელებული ქმედებები . მომხმარებლებს შეუძლიათ განავრცონ პრობლემა ან დახურონ პრობლემის განხილვა, თუ კი ის მოგვარებულია კოლეგების დახმარებით ან თავად მათ მიერ სახელმძღვანელოს გამოყენებით.

 

SCSM პორტალი ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ აიტი მომსახურების ავტომატიზაციისთვის. მაგალითად: გვსურს დავამატოთ მომხმარებელი Microsoft Active Directory –ის უსაფრთხოების ჯგუფში და მივანიჭოთ კადრების განყოფილების საბუთებისადმი წვდომის უფლება. ამისათვის შეგვიძლია პორტალის საშუალებით განვათავსოთ მოთხოვნა შესაბამისი სერვისისთვის, შესაბამისი ბიზნეს ახსნა განმარტების დართვით. მას შემდეგ რაც მოთხოვნა განთავსებულია პორტალზე, მას გააჩნია ორი აქტივაციის დონე. პირველი: აქტივირება  კადრების განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და მეორე – Microsoft Orchestrator Runbook აქტივაცია, რომელიც ავტომატურად ამატებს მომხმარებელს Active Directory – ში მაშინვე, როგორც კი განხორციელდება პირველი დონის აქტივაცია. ასევე შესაძლებელია მოთხოვნის უარყოფა პირველი დონის მიერ.

 

Orchestrator –ის საშუალებით შესაძლებელია სხვა მრავალი ფუნქციების ავტომატიზაცია Microsoft System Center 2012 –ის პროდუქტების ჯგუფში. რაც ბევრად ამარტივებს აიტი რესურსების მართვის პროცესს.

 

ვტომატიზაციის პროცესი და ის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლებისათვის ამარტივებს და ამსუბუქებს აიტი help desk –ის სამუშაო დატვირთვას. აიტი help desk –ის დრო და რესური შესაძლებელია გამოვიყენოთ უფრო მნიშვნელოვან პროცესებში, შესაბამისად შევამციროდ დანახარჯი აიტიზე და უფრო პროდუქტიული გავხადოთ  აიტი განყოფილების მუშოაბა. გარდა ამისა, გავზარდოთ ტექნოლოგიური ცნობადობა მომხმარებლებს შორის და მოვახდინოთ აიტი მომსახურების სრული ანალიზი.

 

გუგლმა მომხმარებელთა მიერ გადაღებული ფოტოები მსოფლიო რუკაზე განათავსა

ამიერიდან არ გაგიკვირდეთ, თუკი მსოფლიოს რომელიმე ღირსშესანიშნაობისათვის თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს თუ გუგლ მეფსზე წააწყდებით. ეს კომპანიის ახალი გადაწყვეტილებაა, რომ თავისი სერვისი უფრო სოციალური გახადოს.

ამის შესახებ გუგლმა თავის ბლოგზე დაპოსტა. ფოტოების სოციალურ ქსელ პიკასაში ან პანორამიოში ატვირთული ფოტოები უკვე 50 ათასს აჭარბებს და 15 ათას სხვადასხვა ადგილს მოიცავს. გუგლი ამ ფოტომოგზაურობას ონლაინ სოციალურობის გამაუმჯობესებლად მოიაზრებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი წამოწყება უფრო დააკავშირებს ადამიანებს პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან.

http://mashable.com/2012/04/25/google-photo-tours/

http://google-latlong.blogspot.com/2011/10/step-inside-map-with-google-mapsgl.html

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის წარმომადგენლობის საიტი ამერიკული 15-დოლარიანი შაბლონით განაახლა

ეს სიახლე ფორდჰემის სტუდენტმა მაიკლ დიტანამ სასწავლო პროექტის მომზადებისას შეამჩნია. როგორც გაირკვა, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოს ოფიციალური ვებ გვერდი www.korea-dpr.com ერთ-ერთი სამხრეთ კაროლინელი დიზაინერის ნახელავია, რომელიც სულ რაღაც 15 დოლარი ღირს. მსგავსი დიზაინის შაბლონები, ძირითადად, ვორდპრესის ტიპის ბლოგებისათვის ვრცელდება. Continue reading

შეძლებენ თუ არა მობილური ტელეფონები კედელს მიღმა დანახვას?

დალასის უნივერსიტეტის გუნდს ამ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს. ისინი ორ მიდგომაზე მუშაობენ, რომელთაგან ერთი ტელეფონში სხივთა სპექტრის გაზრდას ითვალისწინებს, ხოლო მეორე კი ახალი ტიპის ჩიპის შექმნას. Continue reading